BI11 EStore

BI11 EStore

“BI11 EStore” წარმოადგენს  მარტივ და საკმარისად ფუნქციონალურ კომპიუტერულ პროგრამას აღრიცხვის ავტომატიზაციისათვის სასაწყობო მეურნეობაში, მინიმარკეტში ან თუნდაც მცირე წარმოებაში. მისი საშუალებით შეგვიძლია:

შევქმნათ საინფორმაციო ბაზა მატერიალური ფასეულობების, მომწოდებლებისა და მყიდველებისათვის.

დავაფიქსიროთ ინფორმაცია საქონლის მიღებისა და გაცემის თაობაზე, ამოვბეჭდოთ შესაბამისი დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადები, ჩამოწერის აქტი), მომენტალურად შევქმნათ ფაილი ინტერნეტით გასაგზავნი  დამატებითი ღირებულების ანგარიშ ფაქტურაზე მისაბმელად, მივიღოთ სასაქონლო ზედნადებების რეესტრი.

გაყიდვების პროცესის გასამარტივებლად შევქმნათ  და გამოვიყენოთ ერთდროულად გაყიდვადი საქონლის ჩამონათვალები, ე.წ. „კომპლექტები“ . რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გაყიდვისას საქონლის გამოწერაზე დახარჯულ დროს, გამოვიყენოთ შტრიხ კოდების სკანერი, ვისარგებლოთ ფასდაკლების  სისტემით.

საქონლის მიღება გაცემისას გამოვიყენოთ ძებნის მოხერხებული სისტემა.

ვაფიქსიროთ და შემდეგ მომენტალურად მივიღოთ ინფორმაცია მყიდველების დავალიანებების შესახებ.

საქმიანობის ანალიზისათვის მივიღოთ ინფორმაცია შესყიდებისა და გაყიდვების თაობაზე ცალკეული საქონლის ან მომწოდებლის მიხედვით ან შევქმნათ შესყიდვა - გაყიდვების ერთიანი ცხრილი, სადაც თითოეული პროდუქტის მიღება-გაცემის შესახებ ჯამური ინფორმაცია იქნება თავმოყრილი.

სურვილის შემთხვევაში საანგარიშო პერიოდის დამთავრების შემდეგ ავტომატურ რეჟიმში შეგვიძლია შევქმნათ პროგრამის ძირითადი, ინფორმაციის მატარებელი ფაილის ასლი და მუშაობა გააგრძელოთ ახალ ფაილში, რომელშიც „შეკუმშული“ სახით იქნება შეტანილი ჯამური მონაცემები წინა პერიოდის მიღებებისა და გაცემების შესახებ,ერთი მიღებისა და ერთი გაცემის სახით. ასევე შეგვიძლია შევქმნათ ფაილის გატარებებისგან თავისუფალი ან სრულიად ცარიელი ასლი, რომელსაც შემდგომში გამოიყენებთ.

პროგრამის სადემონსტრაციო ვარიანტი შეგიძლიათ ქვემოთ მითითებული ლინკებიდან გადაწეროთ. ეს პაკეტი სავსებით საკმარისია პროგრამის ყველა შესაძლებლობაში გასარკვევად. სრული ვერსიაზე უფლების შეძენის შემთხვევაში პროგრამის თქვენი ასლი სპეციალური "გასაღების" საშუალებით მის სრულფასოვან ვერსიად გარდაიქმნება.

გთავაზობთ აგრეთვე ამ პროგრამის მოდიფიცირებულ ვერსიებსაც:

გალერეა

suratisurati 5surati 4surati 3surati 2surati 1

საქმიანობა

  • კომპიუტერული პროგრამები
  • ვებ–საიტების დამზადება

კონტაქტი

  • თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზირი 30 ბ
  • 2 90 57 29 – ოფისი
  • 599 22 09 56 –კომპიუტერული პროგრამები
  • giorgi_bakradze@bi11.ge
  • gocha_bakradze@bi11.ge