პროგრამა შექმნილია მატერიალური ფასეულობების პირველადი აღრიცხვის ავტომატიზაციის მიზნით. მისი მრავალი მახასიათებლიდან გამოვყოთ რამოდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვანი, კერძოდ შეგვიძლია:
როგორც ერთ, ისე რამდენიმე ობიექტთან (საწყობთან) მუშაობა, მათ შორის საქონლის მოძრაობის (შიდა გადაზიდვების) აღრიცხვა. დროის ნებისმიერ მომენტში მიმდინარე მდგომარეობის დაფიქსირება. გადაზიდვების ისტორიის დათვალიერება.
საწარმოო პროცესის გასაანალიზებლად, ჩვენთვის სასურველ დროის მონაკვეთში ვნახოთ, თუ რომელი ობიექტიდან, რა საქონელი, რა რაოდენობით და ღირებულებით გაიყიდა.
საგადასახადო დოკუმენტების (მაგ.: ელექტრონული სასაქონლო ზედნადების) მომზადება და გაგზავნა rs.ge-ზე შეუსვლელად. გარდა ამისა rs.ge-ზე უკვე არსებული ზედნადებებიდან მონაცემების იმპორტი პროგრამაში (მაგ: საქონლის მიღებისას)
საწყისი მონაცემების შეყვანა ინსტალაციის შემდეგ. ხშირია შემთხვევები როცა პროგრამა უნდა დაინერგოს ისეთ გარემოში, სადაც საწყისი მონაცემები უკვე არსებობს გარკვეული ფორმით (მაგ.: ექსელის ფაილებში), ასეთ დროს შესაძლებელია ამ მონაცემების ორგანიზება წინასწარ განსაზღვრულ ფორმატში და შემდეგ მათი ავტომატური შეყვანა პროგრამაში.
სარეზერვო ასლების შექმნა და აღადგენა. სისტემის დაზიანების შემთხვევაში მონაცემების დაკარგვის თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ პერიოდულად შექმნათ მონაცემთა სარეზერვო ასლები ღილაკზე ერთი დაჭერით.
რამდენიმე კომპიუტერიდან ერთდროულად მუშაობა, როგორც შიდა ქსელში, ასევე ინტერნეტით. თუკი გაქვთ კომპიუტერით აღჭურვილი რამდენიმე ობიექტი, შესაძლებელია თითოეულ მათგანში პროგრამის ეგზემპლარების დაინსტალირება, რის შემდეგაც სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ როგორც ცალკეული ობიექტების, ისე საერთო მდგომარეობის დაფიქსირებას.
პროგრამის ღირებულებაა
500 ლარი
დღგ-ს ჩათვლით