BI11 EStore უკვე იძლევა ელექტრონული ზედნადებებების ავტომატურად გაგზავნის საშუალებას

თარიღი: 5 მარტი - 2012 წ.

მოგეხსენებათ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად 2012 წლის 1 აპრილიდან სასაქონლო ზედნადები  ელექტრონული სახით უნდა გამოიწეროს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №35

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №57 

ჩვენს სასაწყობო პროგრამას,  BI11 ETore-ს (ფასი - 300 ლარი დღგ-ს გარეშე)   დაემატა ფინანსთა სამინისტროს საიტზე (RS.GE)  ასატვირთი,  ელექტრონულ ზედნადებში შესატანი საქონლის დასახელებების, კოდების, ზომის ერთეულების, რაოდენობების და ღირებულებების შემცველი  Excel-ის ფაილის ატომატურად შექმნის საშუალება, რაც  ელექტრონული სასაქონლო ზედნადების მინიმალურ დროში გამოწერას უზრუნველყოფს.

გთავაზობთ აგრეთვე მარტივ, იაფ პროგრამას,  "BI11 ELInvoice"-ს   (ფასი - 70 ლარი დღგ-ს გარეშე) რომელიც მხოლოდ დოკუმენტების შექმნასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს. 

პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე

კონკრეტულად, ეს ნიშნავს, რომ ორთავე პროგრამაში  მხოლოდ საქონლის რაოდენობებისა და მყიდველის მითითებით, თქვენ მყისიერად ქმნით Excel-ის გვერდზე განთავსებულ სასაქონლო ზედნადების საბეჭდ ვერსიას. შემდეგ, შესაბამის ღილაკზე დაჭერით ავტომატურად იქმნება Excel-ის ფორმატის ასატვირთად მომზადებული ფაილები, როგორც დღგ-ს ელექტრონული ფაქტურის, ასევე ელექტრონული სასაქონლო ზედნადებისათვის.

« უკან

გალერეა

suratisurati 5surati 4surati 3surati 2surati 1

საქმიანობა

  • კომპიუტერული პროგრამები
  • ვებ–საიტების დამზადება

კონტაქტი

  • თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზირი 30 ბ
  • 2 90 57 29 – ოფისი
  • 599 22 09 56 –კომპიუტერული პროგრამები
  • giorgi_bakradze@bi11.ge
  • gocha_bakradze@bi11.ge